“უბნების გადათვლისა და ვიდეოთვალის მეშვეობით განხილვის შეთავაზებაზე ოპოზიციის წარმომადგენლების უარი მიუთითებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა”

„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა ყველა იმ უბნის გადათვლა, რომელთან დაკავშირებითაც დასაბუთებული პოზიცია არსებობს.

მისივე თქმით, ძალაში რჩება შეთავაზება, რომ ნებისმიერი უბანი იყოს განხილული ვიდეოთვალის მეშვეობით. ვოლსკის შეფასებით, ყველა ამ შეთავაზებაზე უარის თქმა მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ გარკვეულ გადაცდომებს, რომლებიც დაფიქსირდა, შედეგზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

„არჩილ თალაკვაძის მიერ პირველივე შეხვედრიდან გაცხადებული იყო, რომ მმართველი გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტს დაუშვებს და გადათვლის იმდენ უბანს, რამდენსაც კონკრეტული სადამკვირვებლო მისია მოითხოვს, სადაც კი რამე ეჭვი ან დასაბუთებული პოზიცია არსებობს იმ მყვირალა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების გარდა. აგრეთვე, ძალაში რჩება შეთავაზება, რომ ნებისმიერი უბანი იყოს განხილული ვიდეო თვალის მეშვეობით.

ყველა ამ შეთავაზებაზე უარის თქმა მიუთითებს და ხაზს უსვამ იმაზე, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, რასაც არ შეიძლება, გავლენა ჰქონოდა შედეგებზე. ამას მოწმობენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები. მათ შორის სახელმწიფოების განცხადებები, პოლიტიკური განცხადებები, ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე ამომრჩევლებს მიმართავს, არ შევიდნენ შეცდომაში ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო
შემდეგი სტატიაცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – ბიულეტენებში დაფიქსირებლი იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა