უბისის მონასტრის კარის აჭედვა – მეუფე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ეს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდეს

უბისაში, წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში, ადგილობრივები მღვდელმსახურებს წირვის ჩატარების უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. ისინი ამბობენ, რომ მონასტერში ორი ახალი სასულიერო პირი მსახურობს, რომლებსაც “საეჭვო რეპუტაცია აქვთ” და მეუფე მელქისედეკთან შეხვედრას მოითხოვენ.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ამბობს, რომ მონასტერში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელიც მრევლს აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ ეს პროცესები პოლიტიკურად მართული იყოს, მაგრამ დაზუსტებით ვერ ამბობს, უკავშირდება თუ არა მისი დისკრედიტაციის მცდელობა მის პოლიტიკურ აქტივობას.

“დავიბარე ვისაც რამე სასაუბრო ჰქონდა. ზესტაფონში ჩავედი, ყველა გაფრთხილებული იყო. ის, რომ მეუფე არ ხვდებათ, ეს არის სიცრუე. გასულ კვირას მე ვიყავი ადგილზე, ზესტაფონში დავიბარე, რომ მესაუბრა მათთან. ეს ხალხი ვინც იყო, არცერთი არ მოსულა იქ. მე არ მინდა რამე პოლიტიკური ვთქვა, მაგრამ დღევანდელ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერი არ არის”, – ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკი.

banner
წინა სტატიაშისამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა მუშაობა დაიწყეს
შემდეგი სტატია„მგზავრობაში 130 ლარის შეღავათს გავაკეთებ და ამ ფულს ჩემს შვილს მოვახმარ“ – მარტოხელა დედა