Uber-ის პრეზიდენტი გაბრაზდა და თანამდებობიდან გადადგა

ტაქსის გამოძახების ინტერნეტ სერვის Uber-ის დირექტორმა ჯეფ ჯონსმა კომპანია დატოვა – ის თანამდებოდაზე 6 თვე იმყოფებოდა. “ჩვენ მადლობას ვუხდით ჯეფს ნახევარი თვის მანძილზე მუშაობისთვის და საუკეთესოს ვუსურვებთ” – ნათქვამია Uber-ის პრეს-რელიზში. “ბიბისის” წყარო ამბობს, რომ ჯონსის გადადგომა სრული მოულოდნელობა იყო. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც მას არ შესთავაზეს ოპერაციების მთავარი დირექტორის თანამდებობა – ეს ახალი პოსტია, რომელსაც სკანდალების სტაბილიზაციის ფონზე კომპანია ქმნის. ტექნიკური სიახლეების საიტი Recode იუწყება, რომ ჯონსონის წასვლა კომპანიაში სექსისტურმა დამოკიდებულებამ და გენდერულ ნიადაგზე დისკრიმინაციამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ აბე და პუტინის მოსკოვში შეხვედრის თარიღი გაავრცელა
შემდეგი სტატიაასფალტი თუ ხე – რის გამო გადაიკეტა ციხისძირის გზა