უბედური შემთხვევის შედეგად, სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დაიღუპა

Crime Scene

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 34 წლის სოსო ანესაშვილმა წვრთნების დროს, არასწორი მანევრირების შედეგად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

როგორც „თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უბედური შემთხვევა კარალეთის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13:00 საათზე განახლდება
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა