უბედური შემთხვევა თბილისში – ბუნებრივი აირით მოწამლული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზეა

თბილისში ნაძალადევის რაიონში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო და-ძმა მოიწმალა.

30 წლის გოგო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 22 წლის ბიჭი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმრების ბრიგადამ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

“თბილისის ენერჯის” ინფორმაციით, ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმეტროს მოძრაობა 45 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება, ეს სავალდებულოც არის