უბედური შემთხვევა ქუთაისში, მანქანა მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი

უბედური შემთხვევა ქუთაისში – ცოტა ხნის წინ მდინარე წყალწითელასთან, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა.

“მესრსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომმა დანარჩენმა სამმა პირმა კი მდინარეში გაცურვა მოახერხა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავს.

მდინარეში გადავარდნილი ავტომობილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს. მდინარიდან ამოსვენებულია 2 დაღუპულის ცხედარიც.

ხიდზე დანგრეულია მოაჯირი, ავტომობილი კი ათეულობით მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

ადგილზე ამ დრომდე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ტრაგედიის ადგილზე მისული არიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – საახალწლო ღონისძიებების გაუქმება სიცოცხლის შეწყვეტაზე უკეთესია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Adapter”-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა