უბედური შემთხვევა ქალაქ ჯვარში

უბედური შემთხვევა მოხდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რაიონის სოფელ ოხარკალეში. კარიერზე მუშაობისას ახალგზარდა მამაკაცი ტრაქტორმა მოიყოლა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაღუპული ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

საქმეს შსს-ს წალენჯიხის პოლიციის რაიონული სამმართველო იძიებს. გარდაცვლილი სოფელ ნარაზენის მკიდრია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი – ახმეტის ზოგიერთ ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებენ
შემდეგი სტატიააშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველო ვაშინგტონის მოკავშირედ და პარტნიორად დასახელდა