უბედური შემთხვევა ხამისქურში

როგორც ” თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში სამგზავრო მატარებელი ადგილობრივ მკვიდრს ლუარა გაბელიას დაეჯახა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევას დილის საათებში ჰქონდა ადგილი.
მარტოხელა პენსიონერი ლუარა გაბელია რკინისგზასთან ახლოს ცხოვრობდა. არსებული მონაცემებით, იგი ლიანდაგს გადადიოდა როდესაც შეუძლოდ გახდა და ვერ შენიშნა მომავალი მატარებელი. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს. როგორც უწყებაში “თაიმერს” განუცხადეს გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“მერაბიშვილზე როგორც შემოგვიტრიალდა, ისევე შემოგვიტრიალდება სააკაშვილზეც”- გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიასკოლებში არსებობს ფულზე თამაში, გამოძალვა, ძალადობა, იარაღის ტარება, ნარკოტიკების ხმარება – ზაზა ჭაია