უბედური შემთხვევა აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში უბედური შემთხვევა,გუშინ გვიან მოხდა. 41 წლის მამაკაცი კერძო ეზოში ხის მოჭრის დროს მძიმედ დაშავდა. მას მოჭრილი ხე დაეცა. დაშავებული მამაკაცი აბაშის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილობლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან – მივესალმები მის მზაობას, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს
შემდეგი სტატიასოფელ ჭაქვინჯში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია