უბედურ შემთხვევას ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

გურჯაანის სოფელ ველისციხეში 33 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში მოხდა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ელექტროგადამცემ ტრანსფორმატორზე შესაკეთებლად ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და დაიღუპა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაული სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას გურჯაანის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშილევან ჩაჩუას გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: შემიძლია, დავიფიცო, დავიგინო, რომ „გირჩი“ არ შეავსებს საპარლამენტო უმრავლესობას