27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

უბედურ შემთხვევას 3 წლის გოგონა ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 3 წლის გოგონა ემსხვერპლა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მოძრავი ავტომობილის კართან შეხების შედეგად დაეცა და თავის არეში მძიმე ტრამვა მიიღო. მათივე თქმით, ავტომობილს ქალი მართავდა.
ზუსტი გარემოებების დასადგენად, საქმეში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიჩერგოლეიშვილი: ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: როცა კობახიძე ამბობს, პატიმრებმა ითხოვონ შეწყალება და მიიღებენო იტყუება. აგერ არის კონკრეტული მაგალითი