სუბარი: ქართულმა სახელმწიფომ უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარსავე მოქალაქეებს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა. ამ მიმართულებით პირველი ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა ეს განაცხადი ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი. ბუნებრივია, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, რადგან სწორედ ჩვენთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს თქვა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა. ქართულმა სახელმწიფო თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარსავე მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად. ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი,-განაცხადა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატმა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილი: სწორედ ძლიერ, ვაჟკაც ადამინებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული
შემდეგი სტატიაცესკო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს შეახსენებს