,,პოსტივის” დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი ,,ლელოს” წევრ საბა ბუაძეზე თავდასხმას ასე ეხმაურება:
,,საბა ბუაძეს არ ვურჩევ თემის პედალირებას! უბანი არ უნდა გაანაწყენო ჭუკლი! “
ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ წაუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება. პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც თავდამსხმელების სამიზნეები და თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო და დაწერა: „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.
















