უბადრუკი განცხადებაა, რომ გადაწყვეტილებას წერდეს დეპუტატი ან მინისტრი – ბესელია

ტელევიზიას შეუძლია იმუშავოს პოლიტიკური გავლენის გარეშე- უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ეხმაურება.

მისი თქმით, გაკეთებული განცხადებები, რომ გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა ან რომელიმე დეპიტატმა წინასწარ დაწერა და მას მოსამარტლეებმა მხოლოდ ხელი მოაწერეს კომიკურია და დეპუტატი ამას ბოდვას უწოდებს.

,,უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 9 მოსამართლე, როდესაც ერთ პოზიციაზე დგება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ რ2 უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს აქ კითხვების და ეჭვების გამოხატვა არის მხოლოდ იმ მხარის სივრცე,რომელიც თვლის რომ დამარცხდა.

ეს იყო კომიკური და არასერიოზული პასაჟი,რომ თურმე სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება წერდეს ან დეპტატი ან მინისტრი, ეს არის ყველაზე კომიკური და სასოწარკვეთილი ადამიანების ძალიან უბადრუკი განცხადება, მე პასუხის ღირსად კი არ მიღირს რომ ამაზე ვუპასუხო, ეს არის სრული ბოდვა და ტრაგი-კომიკურად შეიძლება შევხედოთ როცა ადამიანი ასეთ რამეს ამბობს.“- აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტი არის და ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით მდგომი”- მიშველაძე რუსთავი 2-ზე
შემდეგი სტატიამე აქ მოვედი იმიტომ, რომ პირველ რიგში დავიცვა ჩემი მომავალი