“უაზროდ ატეხილი ალიაქოთი” – პრემიერი რესპუბლიკელებს პასუხობს

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

პრემიერმინისტრი რესპუბლიკელების განცხადებას უაზროდ ატეხილ ალიაქოთს უწოდებს. გიორგი კვირიკაშვილმა პაატა ზაქარეიშვილის მის მიერ შეფასებული განცხადების საპასუხოდ რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს დღეს ვაზიანში წვრთნებზე ყოფნისას განაცხადა.

პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ის სამთავრობო ცვლილებებს არ გეგმავს.

„სამთავრობო ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება. თუმცა ჩვენ შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და რა თქმა უნდა ცვლილებები გამორიცხული არ არის. მაგრამ უნდა ვთქვა ორი სიტყვა იმაზე, რომ მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობს პრემიერმინისტრი და მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს მინისტრთა კაბინეტის ამა თუ იმ წვერს მიუთითოს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე და ამ საკითხზე ატეხილი უაზრო ალიაქოთი არის უადგილო,“ – განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: მიწა იქნა გასხვისებული და ეს გაკეთდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: ეს მაგალითები ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის სისტემური კორუფცია