უარს ვამბობთ ღირსების შემლახავ პრაქტიკაზე – “ლელოს” ორმა წევრმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი თქვა

“ლელოს” წევრებმა უარი თქვეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომელსაც გუშინდელი დღიდან მოყოლებული, მასობრივად ატარებს შსს იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ. ოთო ფარულავა წერს:

“გუშინ მე და ჩემი ორი თანამებრძოლი ლელოდან რეჟიმს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადავყავდით. მოთხოვნაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ. მოგვცეს 4 საათი, რომ ტესტირება დამოუკიდებლად სამხარაულში ჩაგვეტარებინა, თუმცა არც ეს გავაკეთეთ.
ჩვენი პასუხი ცალსახაა. ვამბობთ უარს იმ სიბინძურესა და ღირსების შემლახავ პრაქტიკაზე, რის დაბრუნებასაც რუსული რეჟიმი ცდილობს საქართველოში”, – წერს ოთო ფარულავა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსეთის მე-8 არმიის კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი მოკლეს
შემდეგი სტატია“ნაკოლჩიკმა” გათოხლათ, აქტივი დაბოლილი არ აღმოჩნდა” – ელისო კილაძე ნარკოშემოწმებებზე