8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

უარს ამბობს თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, რაც ეს ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება. ამის შესახებ ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, პაატა ბურჭულაძე მოხარულია, რომ პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს გათავისუფლების შანსი ეძლევა, თუმცა თავად პოზიციას არ იცვლის.

„ბატონი პაატა ბურჭულაძე მიესალმება და მოხარულია, რომ პოლიტიკური პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება. იგი იყო ეროვნული კრების ორგანიზატორი და ეს არცერთი წუთით არ უარუყვია. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა“, — აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა — მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ — საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
შემდეგი სტატიახორგუანი: გიორგი დავითაძეს ესმის, რომ მისი ბრძოლა სხვა პატიმრების უფლებებისთვის ბრძოლაა