5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“უარი უნდა თქვან ამ დაწყევლილ ბირთვულ პროგრამაზე და ისრაელი, როგორც სახელმწიფო უნდა აღიარონ” – პაატა ზაქარეიშვილი ირანზე

“უარი უნდა თქვან ამ დაწყევლილ ბირთვულ პროგრამაზე და ისრაელი, როგორც სახელმწიფო უნდა აღიარონ”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ირანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. მათ ჰქონდათ შანსი, რომ ეს [ომი] თავიდან აეცილებინათ. ირანს გამოწვევა ჰქონდა მსოფლიოს წინააღმდეგ – ბირთვული პროგრამა, რომელსაც ის ნებისმიერ შემთხვევაში ახორციელებდა. ბირთვული პროგრამა სახიფათო იყო რადგან, ირანი ისრაელს, როგორც სახელმწიფოს, არ ცნობდა და აჟღერებდა, რომ ისინი არ უნდა არსებობდნენ. შესაბამისად, ბირთვული პროგრამა საფრთხეს აძლიერებს. ისრაელი ირანის მტერი არ იყო – ირანი იყო ისრაელის მტერი. ყველა ის აგრესია, რომელიც ისრაელიდან მოდის, პირველადი არ არის – ეს არის ირანში მიმდინარე პროცესების საპასუხო რეაქცია.

ამით ისტორია იწყება – ირანში რეჟიმის ჩამოშლა მარტივი არ არის. შიგნიდან უნდა მოხდეს რეფორმა, სულ სხვა იდეოლოგია მართავს ირანს, ვიდრე ნებისმიერ სახელმწიფოს. ისლამი იყენებს სახელმწიფოს, როგორც მართვის ინსტრუმენტს. ეს უკუღმართი ფორმაა, რამაც ირანი ჩიხში შეიყვანა.

კონსტიტუციით ახალა ახალი აიათოლა უნდა დაინიშნოს. იქ სამოქალაქო ომის საფრთხე არსებობს და ასე ვინმე მოვიდეს და დაჯდეს მმართველად – არ გამოვა. შიდა რეფორმებია საჭირო. მოსულმა უნდა შეცვალოს ისლამური და შიიტური ხელისუფლების მმართველობა და გადაიყვანოს მონარქიაზე ან რესპუბლიკაზე. მნიშვნელოვანია, ვინ დაინიშნება უახლოეს დღეებში ახალ აიათოლად. თუ იქნება რეფორმატორი, კარგი ნიშანი იქნება, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება ხამენეიზე რადიკალური ვინმე იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხოცვა დაიწყება და ისრაელი და ამერიკა უკვე იმ ადამიანის განადგურებას მოინდომებენ. მთავარია, რომ ირანში მიხვდნენ, რომ მთავარია რეფორმა.

უარი უნდა თქვან ამ დაწყევლილ ბირთვულ პროგრამაზე და ისრაელი როგორც სახელმწიფო უნდა აღიარონ და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარონ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე – სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
შემდეგი სტატიაისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო