უარი პოლიტიკური ნიშნით სამედიცინო მომსახურებაზე – ინგოროყვას კლინიკის ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2018 10:34

უარი პოლიტიკური ნიშნით სამედიცინო მომსახურებაზე – ინგოროყვას კლინიკის ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავენ

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე დღეს ექიმის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავენ.

კლინიკა ბოდიშს უხდის კვიტაიშვილს შექმნილი ვითარების გამო.

ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომელმაც ტრავმები რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, აცხადებს, რომ მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, მაგრამ ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არსებული ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.

“ეს არის სამედიცინო ეთიკის დარღვევა, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს არის ქალთა უფლებების დარღვევა და ზოგადად, არ ჯდება არცერთი ნორმალური ადამიანის საქციელში.

ნებისმიერ თავმოყვარე კლინიკას არ უნდა სურდეს რომ ასეთი ექიმი მათთან მუშაობდეს. ეს არის ამ კლინიკის სირცხვილი, მაგრამ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 12, 2018 10:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics