უარი “ოცნებასთან” კოალიციას – სამოქალაქო საზოგადოების ახალი შეთავაზება ოპოზიციას – რისკების დასაზღვევად მოქალაქეები ითხოვენ, შეიქმნას დეკლარაცია, რომელიც სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ერთი იდეის გარშემო გააერთიანებს.
ლიდერებიც და რიგითებიც უნდა შეთანხმდნენ, რომ არასდროს, არც ერთი ფორმით “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას არ დათანხმდებიან, დასრულდება ოლიგარქთან პოლიტიკური ვაჭრობა და მასთან გარიგებაც.
მოეწეროს პარტიების მიერ ხელი შეთანხმებას, რომ მათ სიაში, ყველა, ვინც შევა საარჩევნო სიაში – საარჩევნო სუბიექტების, ხელი ექნება მოწერილი დეკლარაციას, რომ ის არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან მომავალ პარლამენტში. აქ თვითონ პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე, თუ სიაში აღმოჩნდა ისეთი ხალხი, რომელიც შთანერგილია, ვერაფერს გახდება, ამიტომ ვიძახი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრმა სათითაოდ, ვინც სიაში მოხვდება, ეს ტესტი და გამოცდა ჩააბაროს და პირობა დადოს, რომ არ ითანამშრომლებს. მთავარი მიზანი არის ის, რომ ამომრჩეველმა, რომელსაც უნდა ხმა მისცეს ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს გამოუვიდეს და არ აღმოჩნდეს, რომ მოტყუვდა, არ აღმოჩნდეს, რომ მისცა ისეთ პოლიტიკურ ძალას, ან ისეთ პიროვნებას, რომელიც სიაშია ამ პოლიტიკური ძალის ხმა, რომელიც ვითომ ოპოზიციურია, მაგრამ სინამდვილეში მზად არის, რომ ითანამშრომლოს შემდეგ უკვე ახალ პარლამენტში, შეიძლება სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩინოთ, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის, კოალიციისთვის და სინამდვილეში გამოვიდეს, რომ ხმა, რომელიც მივეცი მის წინააღმდეგ, წავა ბიძინა ივანიშვილის მხარეს,“ – ამბობს დავით დვალი.