ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყანაში სხვადასხვა დანაშაულისთვის დაკავებული უცხოელების, „უარესთა შორის უარესების“ განახლებული სია. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, მათ შორისაა მარიხუანის გაყიდვისა და ნარკოტიკების ფლობისთვის მსჯავრდებული საქართველოს ორი მოქალაქეც.
განახლებულ ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 11 თვეში დაკავებული უცხოელები. მათ შორის არიან 165 ქვეყნის მოქალაქეები. ბაზაშია უკრაინის 27, სომხეთის 22, რუსეთის 18, აზერბაიჯანის 3, ყაზახეთის 3, ყირგიზეთის 2, ბელარუსის 2 და მოლდოვის 1 მოქალაქე.
„უარესთა შორის უარესების“ ბაზაში არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებიც. მათ შორის ყველაზე მეტი – 85 რუმინეთის მოქალაქეა. 8 – საფრანგეთის, ამდენივე პოლონეთის, 7 – პორტუგალიის, 6 – ესპანეთის, 5 იტალიის, 3-3 გერმანიის და ესტონეთის, 2-2 საბერძნეთის და უნგრეთის. ბაზაში თითო მოქალაქეა ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან.
შიდა უსაფრთხოების სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ბაზას თან ახლავს ტექსტი, რომ მინისტრ ნოემის ხელმძღვანელობით ამ სამინისტროსა და მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას და ახორციელებენ მასობრივ დეპორტაციას, დაწყებული „უარესთა შორის უარესებით“, რომლებიც ამ ბაზაში არიან.













