17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს – ამოღებულია 4 243 კოლოფი სიგარეტი და 100 000 ლარზე მეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტს ინახავდა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან ამოღებულია 4 243 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 28 040 ლარს შეადგენს, ასევე ამოღებულია სიგარეტის რეალიზაციის შედეგად მიღებული 100 000 ლარზე მეტი ფულადი თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშისაქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს – მიმდინარე წელს გაძევებულთა რაოდენობა 3 600-ს აჭარბებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა