2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

უაქციზო ალკოჰოლის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ შეინახა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელი “BELUGA”.

ბრალდებული უაქციზო პროდუქციის რეალიზაციისთანავე იქნა დაკავებული.

ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 4 პირი
შემდეგი სტატია“უმაღლესი განათლების დეფორმა: წინ, საბჭოთა კავშირისკენ!”- გია ნოდია