22.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

“უამრავი ტრაგედიის მომსწრე ვართ, მაგრამ ადრეული გაფრთხილების სისტემები მაინც არ გაკეთდა”- ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე თელავში მომხდარ სტიქიას  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“თქვენ რას ფიქრობთ? მარტო ოპოზოციური მედია საუბროდა თელავში მოსალოდნელ სტიქიაზე?.

უამრავი ტრაგედიის მომსწრე ვართ, მაგრამ ადრეული გაფრთხილების სისტემები მაინც არ გაკეთდა
თვითონ ქოცების 2025 წლის აუდიტის დასკვნიდან პატარა ნაწყვეტი წაიკითხეთ:
“გაუმართავია ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის კომუნიკაცია და კოორდინაცია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიზნით. ამასთანავე, შეზღუდულია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა ადრეული გაფრთხილების პროცესებში. მუნიციპალიტეტებში არ არსებობს ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების გამოყენების ფორმალიზებული და თანმიმდევრული პრაქტიკა, რაც განაპირობებს ბუნებრივი კატასტროფების რისკების არასათანადო შეფასებას და არაინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.“

ან შოვის ტრაგედიის შემდეგ რა გააკეთეს? სად დააინსტალირეს ადრეული გაფრთხილების სისტემა?”,_ წერს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაში“ბიძინას დასანქცირება ყოფილა საქართველოს დასუსტება”- ზურაბ ჯაფარიძე მისთვის წაყენებულ ბრალზე
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი