“უამრავ პრობლემას ნახავთ ჯანდაცვაში, თუ ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდება”

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის პირობებში, ყველაზე მეტი ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში ჩაიდო.GDS-ის ეთერში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან” ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად ქართული ჯანდაცვის სისტემა ევროპულისა და ამერიკულისგან განსხვავდება.
“ჩემი პრემიერობის დროს, როცა მოვედი, ძირითადი თანხები ჯანდაცვაში ჩაიდო. ნახეთ, როგორ შევცვალეთ, ის თანხები, რაც წინა ხელისუფლებას საკუთარ ფუფუნებაზე ჰქონდა მიმართული, ჯანდაცვაზე მივმართეთ, გარდატეხა მოხდა.
რა თქმა უნდა, ეს არ არის საკამრისი, ჯანდაცვა ევროპულისგან განსხვავდება და კიდევ უფრო განსხვავდება ამერიკულისგან.
ასე რომ, ჯანდაცვაშიც, რომელშიც ყველაზე მეტი ინვესტიციები, ენერგია და თანხები ჩადო ახალმა ხელისუფლებამ, აქაც შეგვიძლია ვაკრიტიკოთ. უამრავ პრობლემას ნახავთ ჯანდაცვაში, თუ ვინმეს ამის სურვილი გაუჩნდება: იქ ბავშვი დაიღუპა, იქ ოპერაცია სწორად ვერ გააკეთეს და ა.შ”, – განაცხადა ივანიშვილმა

banner
წინა სტატიაშისამხედრო მოსამსახურების ძებნის ოპერაცია გრძელდება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ აგზნებული გუნდი ყველაფერზე წამსვლელი იყო, 5 წუთში გადაწვავდნენ ქვეყანას, მაგრამ არ მივეცით ამის საშუალება”