უამინდობის გამო Turkish Airlines-ის რეისი გადაიდო

უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეყოვნებით სრულდება. გვიან ღამით Turkish Airline-ის ერთი რეისი, გადაიდო, მეორე კი მოიხსნა, რომელიც 04:30 საათზე უნდა შესრულებულიყო მგზავრთა ნაწილი უახლოეს რეისებზე გადაანაწილეს, გაუქმებული რეისის მგზავრები კი სასტუმროებში დააბინავეს. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია როდის შესრულდება გაუქმებული ფრენა, სავარაუდოდ ეს დღეს შუადღისას ან საღამოს მოხდება.

პრობლემა შეექმნა თელ-ავივი-თბილისის ავიარეისსაც. ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი თბილისის ნაცვლად ერევანში დაჯდა და რეისი სამი საათის დაგვიანებით შეასრულა. „უკრაინის ავიახაზებისა“ და Fly Dubai-ს თვითმფრინავებმა კი რეისის დასრულებამდე ჰაერში რამდენიმე წრე დაარტყეს.

banner
წინა სტატიაშირუსების ჭორი მაკრონის ჰომოსექსუალურობაზე და პოლიტიკოსის პასუხი
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდენლი