16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

banner
წინა სტატიაში“მხარს ვუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას… გავზრდით მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის”-რასა იუკნევიჩიენე
შემდეგი სტატიაშსს – 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, 12-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება