ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ შეწყვეტილი მიმოსვლა, რაც ავდრით იყო გამოწვეული, დღეს სრულად აღდგება.
კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ გამთენიისას დასრულდა დაზიანებული სარკინიგზო მონაკვეთების შეკეთება, რის შემდეგაც მიმოსვლის სრულად აღდგენა უკვე შესაძლებელი ხდება.
“აღდგენილია ბზიფი-გაგრის მონაკვეთი, მატარებლები სოხუმის რკინიგზის სადგურამდე იმოძრავებენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.