უამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება აჭარისა და გურიის სოფლების ნაწილს

უამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება აჭარისა და გურიის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქობულეთის ნაწილსაც.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მათი თქმით, თოვლის ინტენსივობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა გზა გაიწმინდოს. თუმცა, მათივე განცხადებით, 25-მდე ერთეული ტექნიკა მუშაობს მუნიციპალიტეტბში და ცდილობენ გზების მაქსიმალურად გაწმენდას.

ენერგო პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები შემთხვევის ადგილებში აღდგენით სამუშაოებს აწრამოებენ.

“ენერგო პრო ჯორჯიას ძირითადი შეზღუდვებია აჭარაში და გურიის მხარეში. ყველაზე რთული მდგომარეობაა ძირითადად ქობულეთში, ასევე ზემო აჭარისა და გურიის მხარეში, თუმცა მასშტაბურ გათიშვას არ აქვს ადგილი,” – განმარტა ენერგო პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით GWP მოსახლეობას აფრთხილებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ