21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

უამინდობამ ბათუმში პრობლემები შექმნა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა – დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების ეზოები, მახინჯაურში კი თამარ მეფის გამზირზე ფერდი ჩამოიშალა.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მახინჯაურში ფერდი ჩამოიშალა, რამაც სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეაფერხა. უწყების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო. შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა მობილიზებულია და ამოტუმბვითი სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად ყველა საჭირო ლოკაციაზე.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ არის.

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე ჩამოიშალა ფერდი, რამაც ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდა. ამ ეტაპზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით. გადაადგილება შესაძლებელია მაგისტრალის გავლით. ბათუმიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გზა გახსნილია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.”,- ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის