უამინდობა საქართველოში

სტიქია მარნეულში

უამინდობაა ქვეყნის მასშტაბით – ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე რაიონს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე რიონი, დაიტბორა ეზოები. მოძრაობა შეიზღუდა ალპანა-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე. რთული ვითარებაა გორის რაიონის სოფლებშიც, სადაც ქარმა და სეტყვამ მოსავალი გაანადგურა. დაიტბორა სავარგულები და სახნავ-სათესი მიწები. მოსახლეობას წყალი ეზოებსა და სახლში შეუვარდა. ათობით საცხოვრებელ სახლს კი სახურავი გადახადა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.  სტიქიის შედეგად თელავის რაიონის სოფელი რუისპირი დაზარალდა. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ბოსტნეული კულტურები, ხეხილი.

სეტყვა იყო გურჯაანშუც – სოფელი ვეჯინში სეტყვა, დაახლოებით, 7 წუთს გაგრძელდა. სინოპტიკოსების ცნობით, წვიმა და ძლიერი ქარი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ო.წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა
შემდეგი სტატიასეფსისის ცენტრთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს