უამინდობა და ზვავსაშიშროება გუდაურში – თოვლში ჩარჩენილი 20 ადამიანი დახმარებას ითხოვს

გუდაურში ხალხი დახმარებას ითხოვს. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.

ყინვასა და თოვლში ჩარჩენილი ავტობუსის 20 მგზავრი დახმარებას ითხოვს. უამინდობის გამო, ავტობუსის ადგილიდან გადაადგილება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, მგზავრებს მათ უსაფრთხო ადგილზე გადასვლა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადეს.

მისივე ცნობით, მგზავრებმა ავტობუსში დარჩენა გადაწყვიტეს და გზის გახსნას ელოდებიან.

ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიხსნება გზა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ვენეციის კომისიის რეკომენდაციები პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, რომელთა კანონში ჩაწერა სამართლებრივად შეუძლებელია
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ოპონენტების განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია