უამინდობა 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება

გარმეოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 21 – 25 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან დაიწყო გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე წვიმს, ზოგან ელჭექით, ქრის დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა. უამინდობა შენარჩუნდება 25 სექტემბრამდე. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +16, +21° – ის ფარგლებში იქნება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს უარყოფს
შემდეგი სტატიაიან კელი: ვისურვებდი, ასეთი საარჩევნო კამპანია ამერიკაშიც იყოს