უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

gulis eleqsiri

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში 8 სექტემბრამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 4-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.

წინა სტატიაშიძლიერი ქარი ქობულეთში- დაზიანდა სახლები
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 83 პაციენტი გარდაიცვალა