“უახლოეს პროცესებზე გამოვლინდება, რომ ბრალდება აგებულია ტყუილზე” – ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგარძელდა ე.წ. კაბელების საქმის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ პროცესზე თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები იკითხებიან.

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში ბრალდებული პირების უდანაშაულებას წინა სასამართლო პროცესზე წარდგენილი დოკუმენტი ადასტურებს.

საუბარია დელტა ნეტის მხირდან თავდაცვის სამინისტროსთვის გადაგზავნილი ფასის შეთავაზების დოკუმენტზე, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესს თავისუფლი დემოკრტებიც ესწრებდნენ.

“ამ უახლოეს პროცესებზე, კიდევ ერთხელ კარგად გამოვლინდება, რომ მთელი ბრალდება აგებულია ტყუილზე და არის პოლიტიკურად მოტივირებული,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ წარდგენილი დოკუმენტი საქმესთან შეხებაში არი არის.

„დაცვის მხარეს ისღა დარჩენია რეალურად არაფრის მთქმელი დოკუმენტებით ამტკიცოს თავისი პოზიცია, რაც მათი მხრიდან გულუბრყვილო მცდელობაა, რომელიც მცდელობად დარჩება, ჩვენ კი მივიღებთ გამამტყუნებელ განაჩენს,” – აღნიშნა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი ჰენრი ვორსლი ანტარქტიდაში მარტო მოგზაურობისას დაიღუპა
შემდეგი სტატიაკრემლმა მოსკოვისთვის სანქციების შესაძლო მოხსნაზე ფრანგ მინისტრს უპასუხა