“უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში”

kvirika78“ქართული ოცნების” გუნდის მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ არაერთ ახალგაზრდა პროფესიონალს ჩვენს რიგებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უკვე შემდგომ, ქვეყნის რეფორმირებისა და სწრაფი განვითარების პროცესებში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ვინმეს წვლილის იგნორირებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ გუნდის როლი წინა არჩევნებში, რათა საქართველოს მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყანაში და ეს ცვლილებები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის სახეზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კმაყოფილების გრძნობა გვაქვს ყველაფერთან მიმართებაში. არის მიმართულებები, სადაც შესაძლებელია, მეტი გაკეთებულიყო და სწორედ ამიტომ დღეს იქმნება ახალი გუნდი, ახალი ამოცანებით, ახალი დღის წესრიგით. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ იპმულსს მისცემს საქართველოს შემდგომ განვითარებას. მთავარი კრიტერიუმები, ჩემი აზრით, რომელიც იქნება ახალი გუნდის წევრებისთვის დამახასიათებელი, ეს იქნება გულწრფელობა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში., ეს იქნება გახსნილობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იქნება პროფესიონალიზმი. ამ კრიტერიუმებით იქნება შერჩეული გუნდი, რომელიც მნიშვნელოვან ამოცანებს შეასრულებს“,-აღნიშნა გიორიგ კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: 8 ოქტომბერი ალბათ აღარ შეიცვლება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: არასოდეს ვერიდებოდი დებატებს ბიძინა ივანიშვილთან