“უახლოეს მომავალში საქართველოსა ან უკრაინის ალიანსში მოწვევაზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა არ არის”

U.S. Secretary of State John Kerry (R) talks with and U.S. Ambassador to NATO Douglas Lute during a NATO foreign ministers meeting at the Alliance's headquarters in Brussels, Belgium, December 2, 2015. REUTERS/Eric Vidal

ნატო-ში აშშ-ის ელჩმა დუგლას ლიუიტმა განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოების შანსი უახლოეს მომავალში არ არის. ამის მიზეზად დუგლას ლიუიტმა რუსეთის დესტაბილიზაციის საფრთხე დაასახელა. როგორც სააგენტო Reuters წერს, ასეთმა პერსპექტივამ შესაძლოა, იმედი გაუცრუოს საქართველოსა და რამდენიმე ბალკანურ ქვეყანას.

აღნიშნული განცხადება ალიანსში აშშ-ის ელჩმა უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა

“პრაქტიკულად მე ვერ ვხედავ, უახლოეს წლებში ნატო-ს გაფართოებს პრესპექტივას. ვფიქრობ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტარტეგიულ გარემოში და ეს სტრატეგიული გარემო ნატო-ს გაფართოებას ამუხრუჭებს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა

მისი თქმით, “ღია კარის” პოლიტიკა ძალაში რჩება, თუმცა ახალი წევრების მოწვევაზე ალიანსის ყველა წევრი უნდა შეთანხმდეს, ამის ალბათობა კი ძალიან მცირეა.

“შანსი არ არის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსა ან უკრაინის მოწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსს მივაღწევთ”, – განაცხადა დუგლას ლიუიტმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს