უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები – სამადაშვილი

უახლოეს მომავალში ოპოზიცია წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო” და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების” შემოთავაზებულ გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებს, „რადგან ეს სიმულაციური პროცესია, რეალურად კი არსებობს შემუშავებული კანონპროექტები, რომლის მიღებაც რიგგარეშე სესიაზე უნდა მოხდეს“.

„კობახიძემ წარმოადგინა დროის გაყვანის და ფუჭად დაკარგვის გეგმა, რადგან არანაირი კომისიების შექმნა და კომისიებში მუშაობა არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ ოპოზიციამ დაიწყო მუშაობა, ეს არის პროცესი, რომელიც გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, რომლის ბოლოსაც, უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომლის დღის წესრიგშიც იქნება კონკრეტული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომელზეც კომისია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ არის გამზადებული ინიციატივები, კანონპროექტები, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ უმრავლესობის მხრიდან პარლამენტის დღის წესრიგის მორგება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების დღის წესრიგისთვის და არა სიმულაციური პროცესი, რომ თითქოს რაღაც ხდება, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს ეხმიანება,”- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივერავის მოატყუებს კობახიძე – კანონების მთელი რიგი შესაძლებელია სასწრაფოდ იქნას მიღებული, არ სჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები, ჩვენ ამ დღის წესრიგზე ვიმუშავებთ – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაის იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს … ეს დროა მოცემულობად მივიღოთ და მზად ვიყოთ- მშვენიერაძე ივანიშვილზე