გიორგი ალიბეგაშვილი: უახლოეს მომავალში დავით ნარმანიას ახალი მოადგილე ეყოლება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, გიორგი ლილუაშვილის შემცვლელის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მერს ახალი მოადგილე ეყოლება.

“დღეს ქუთაისში, დასავლეთის მაჟორიტარების წარდგენა იქნება. ბუნებრივია, იქ ჩვენ რეალურ სურათს დავინახავთ. რაც შეეხება ლილუაშვილის შემცვლელს, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და უახლოეს მომავალში გვეყოლება მერის ახალი მოადგილე”, – აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პარლამენტში ევაკუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) თურქეთის დაზვერვის სამსახურის შენობაზე შეტევის ვიდეო გავრცელდა