უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი – ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონზე

სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონში ჩავა და სოციალური მუშაკების საქმიანობის შესწავლას დაიწყებს. ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოავლენენ, რადგან მასშტაბურ მონიტორინგს გეგმავენ.

“უახლოეს დღეებში დაიგეგმება ჩემი ვიზიტი და ამას მოჰყვება მონიტორინგიც. ვფიქრობ, რომ ძალიან დროულია, რადგან, როგორც ვნახე, ჯანდაცვის სამინისტრომაც გამოავლინა დარღვევები.

დაგვიანებული რეაგირება არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს განხორციელდა, მოგეხსენებათ ორი შემოწმება ჰქონდათ ჩატარებული წინა წლებში და დარღვევები გამოვლენილი. თუმცა ამასთან დაკავშირებით, საერთოდ კომუნიკაციაც არ ჰქონიათ პანსიონის ხელმძღვანელობას სამინისტროსთან და არც სამინისტროს მხირდან იყო რაიმე რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება პრობლემები, იმიტომ, რომ მონტორინგი რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ
შემდეგი სტატიაიოსელიანი – იმედი მაქვს, საქართველო და უკრაინა შეძლებენ რუსულ აგრესიასთან გამკლავებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას