უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანია, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში – ღარიბაშვილი აზარაშვილზე

“ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან ძლიერი მენეჯერი და ჩვენ თავად დავრწმუნდით ამაში, მე როდესაც ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა იყო “დელტას” ასევე, თბილავიამშენის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საქართველოს ავიაციის აღდგენა და უამრავი სხვა პროექტი.

ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და მინდა, ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა. მინდა აღვნიშნო რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი უზარმაზარი სამინისტროს მართვაში ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, რადგან ჯანდაცვის სამინსიტროს აქვს დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, მთლიანი ბიუჯეტის მესამედი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და ფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა”,- ასე წარადგინა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი,ზურაბ აზარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა – აზარაშვილი
შემდეგი სტატიამათთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი – ლონდა თოლორაია