“უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები გვესმის”

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი წინასაარჩევნო გარემოსა და ამომრჩეველთა დაშინების, ისევე როგორც, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე საუბრობს.

დეგნანი თქმით, ამერიკის საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს იკვლევენ.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო ანგარიშებს, რომლებსაც რესპექტაბელური ორგანიზაციები აქვეყნებენ, მაგალითად ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დამეკორატიის საერთაშორისო საზოგადოება) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს იკვლევენ.

რასაკვირველია, უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები გვესმის, როდესაც გვესმის, რომ ამომრჩევლებს არჩევნებზე წასვლისგან თავის შეკავებას, ან კონკრეტული არჩევანის გაკეთებას აიძულებენ. საქართველომ ბევრი იმუშავა საარჩევნო კანონმდებლობის მისაღებად და როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ყველაზე საკვანძო მიღებული კანონმდებლობის მტკიცედ აღსრულება და იმპლემენტაციაა.

ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ ახლო თანამშრომლობას იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესებს უწევენ მონიტორინგს, რათა ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ მაშინ, როდესაც კანონმდებლობის დარღვევის და ამომრჩეველთა დაშინების სხვადასხვა ტაქტიკების შესახებ შევიტყობთ”, – ამბობს დეგნანი.

banner
წინა სტატიაშიმე ვურჩევ ქართული ოცნების ლიდერებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატიაევროკომისიის პრეზიდენტი: ნავალნის მოწამვლა ერთადერთი შემთხვევა არ არის – მსგავსი მაგალითები საქართველოსა და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში ვიხილეთ