“უაღრესად პოზიტიურად იყო შეფასებული ის კურსი და რეფორმების გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ამ პერიოდში“- დავით ზალკალიანი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტამდე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრა ალიანსის ახალ შტაბბინაში წევრი სახელმწიფოების ელჩების დონეზე შედგა.

კომისიაზე საქართველო საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა წარმოადგინეს. დავით ზალკალიანმა და ლელა ჩიქოვანმა პირისპირ შეხვედრა გამართეს ასევე ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან – როუზ გიოტემიულერთან.

კომისიის სხდომაზე ნატოს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება.

„ეს იყო ერთ-ერთი შესაძლებლობა ნატოს სამიტის წინ ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან ერთად განგვეხილა ჩვენი მოლოდინები და შეგვეჯერებინა პოზიციები თუ რას ველოდებით ბრიუსელის ნატოს სამიტიდან. უაღრესად პოზიტიურად იყო შეფასებული ის კურსი და რეფორმების გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ამ პერიოდში“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა

banner
წინა სტატიაშიჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დაიკითხება