Twitter-მა რუსული ბოტების აქტიურობაზე მონაცემები გამოაქვეყნა

 

Twitter-ის ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობით პროფილების მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნა, რომლებიც, სავარაუდოდ, 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში იყვნენ ჩართული. როგორც Twitter-ის განცხადებიდან ჩანს, ბაზაში 3841 აკაუნტია, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსულ “ინტერნეტ-კვლევების სააგენტოსთან” არიან კავშირში – მას “ტროლების ფაბრიკასაც” უწოდებენ. გარდა ამისა, გამოაქვეყნა 770 ჩანაწერი, რომლებიც , დიდი ალბათობით, ირანთან არიან კავშირში. აღნიშნული 4611 Twitter-პროფილიდან დაწერილია 100 მილიონზე მეტი ტვიტი და ატვირთულია 2 მილიონზე მეტი ფოტო, ვიდეო და ონლაინ ტრანსლაცია. აღნიშნული პროფილებიდან ყველაზე ადრეული აქტივობა 2009 წელს არის დაფიქსირებული.
“ჩვენ ვალდებულება ავიღეთ კონგრესისა და აშშ-ს საზოგადოების წინაშე, რომ რეგულარულად მივაწვდიდით ინფორმაციას Twitter-ზე პოლიტიკურ აქტიურობის შესახებ, რომელიც 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ეხება” – ბლოგში Twitter-მა დაწერა.

გამოქვეყნებული მასალის ანალიზიდან ჩანს, რომ აღნიშნული პროფილების მაქსიმალური აქტიურობა 2015 წელს დაფიქსირდა, აკაუნტების მესამედი კი შექმნილია 2014 წლის მარტ-ივნისში, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. იმავე პერიოდში განსაკუთრებული აქტივობით იყენებდნენ ჰეშთეგს, ავია-რეის MH17-თან დაკავშირებით, სადაც ვრცელდებოდა, რომ თვითმფირნავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელია უკრაინა.

banner
წინა სტატიაშიინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ დადებული ხელშეკრულების კანონიერებას შეამოწმებს
შემდეგი სტატიაშსს-მ ,,თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაცია ბიზნესმენის შვილის გატაცებაზე დაადასტურა