“TVპირველის” ეთერში “დაუპატიჟებელი სტუმარი” გამოჩნდა

“TVპირველის” ეთერში სტუმრად იმყოფებოდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი.

ის საუბრობდა მისი თანაგუნდელის, დავით თარხან-მოურავის განცხადებაზე, რომელიც თითქოს, მან დღეს გააკეთა.

როგორც ცნობილია, მედიის ცნობით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები სააგენტო “ტრენდთან” საუბარში აცხადებენ, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის პოპულისტური განცხადება, ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს ოფიციალურ კურსს.

კერძოდ, საუბარია, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განაცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ზედმეტმა სირბილემ, შესაძლოა, ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს.

სწორედ ამ განცხადებას უარყოფდა ირმა ინაშვილი, როდესაც ეთერში ასევე გამოჩნდა მისი თანაპარტიელი, დავით თარხან-მოურავი და მომხდარს უწოდა ტყუილი.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე: როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს საქართველოში, თეორიულადაც კი ძნელია პროგნოზის გაკეთება
შემდეგი სტატია“ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ივანიშვილი მართავს”