tvპირველი: “ფქვილი სად მიდის პოსლე…? – რაზე ისაუბრა ვოლსკიმ ხიდაშელთან

“ფქვილი სად მიდის პოსლე…? – “პირველების” რედაქციამ  გია ვოლსკისა და დავით ხიდაშელის ჩანაწერის მეორე ფრაგმენტიც გაშიფრა.

აღნიშნულ ფრაგმენტში მხარეები, სავარაუდოდ, ენერგეტიკული და ფქვილის საქმეების დალაგებას განიხილავენ.

“ახლა უყურე, როგორც რუსეთიდან რუსეთში ჩნდება, პირდაპირ შევა გემით ჩერეზ…” – პასუხობს ხიდაშელი ვოლსკის კითხვას  – “ფქვილი სად მიდის პოსლე…?

TVPIRVELI.GE გრაფიკულად დამუშავებული ჩანაწერის სტენოგრამას გთავაზობთ:

დავით ხიდაშელი: გენერატორს გააუქმებს დენისას და აღმოვჩნდებით მე-18 საუკუნეში.

გია ვოლსკი: ფქვილი სად მიდის პოსლე…?

დავით ხიდაშელი: სად მიდის?

გია ვოლსკი: ჰო, ფქვილი სად მიდის?

დავით ხიდაშელი: ახლა უყურე…. როგორც რუსეთიდან რუსეთში ჩნდება…. პირდაპირ შევა გემით ჩერეზ…

რას ითხოვდა სანქცირებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან?

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ,  „იუტუბზე“ Cyber Kmara-მ ატვირთულ ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი,  ვლადიმირ ევტუშენკოვი და ბიძინა ივანიშვილს ხორბლის გარიგებაზე ესაუბრა.

ჩანაწერის მიხედვით, ევტუშენკოვი ივანიშვილს ესაუბრება ხორბალთან დაკავშირებულ რაღაც იდეაზე, რომელიც მისთვისაც საინტერესოა და რომელიც საქართველოში ვინმე „დავითს“ მიაქვს. ასევე, ევტუშენკოვი ახსენებს თავის იმდროინდელ მოადგილეს, ალი უზდენოვს და ამბობს, რომ „ის დავითთან ერთად ჩავა“, რაზეც ივანიშვილი უპასუხებს, რომ ის „აქ დახვდება“. მათ საუბარს ახლომეგობრული ტონი აქვს.

რატომ შეხვდა გიორგი ვოლსკი დავით ხიდაშელს? 

დასანქცირებული რუსი ოლიგარქის, ევტუშენკოვის უახლოესი გარემოცვის წევრთან აუდიენციის ამსახველი ფოტო და ვიდეო მოძრაობა “დროას” წევრებმა გადაიღეს და გაავრცელეს.  ირკვევა, რომ შეხვედრა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შედგა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ “კანონიერ ქურდობაში”, “ქურდული სამყაროს” წევრობასა და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიატვ პირველი: “შევდივართ …. ჩერეზ რუსეთ” – გაშიფრულია გია ვოლსკის და დავით ხიდაშელის კონსპირაციული შეხვედრის ჩანაწერი (ვიდეო)