“ტვიტერმა” რომან პროტასევიჩს ახალი აკაუნტი დაუბლოკა

“ტვიტერმა” ბელორუს ბლოგერსა და ოპოზიციური არხის ყოფილ რედაქტორს რომან პროტასევიჩს, რომელიც მინსკში შინაპატიმრობაში იმყოფება ახალი აკაუნტი დაუხურა. სოციალური ქსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ გვერდის მოქმედება “”ტვიტერის” წესების დარღვევის გამოა შეჩერებული – 12 ივლისს პროტასევიჩის ადვოკატმა თქვა, რომ ჟურნალისტმა ამის შესახებ დღეს გაიგო.

7 ივლისს პროტასევიჩმა გაავრცელა, რომ “ტვიტერზე” ახალი გვერდი გახსნა. მისი ადრეული აკაუნტიც “საეჭვო მოქმედებების” გამო დაიბლოკა. როგორც წესი, პირებს, რომლებიც შინაპატიმრობაში არიან, მთავრობა ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენების საშუალებას არ აძლევს.

ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს მინსკში ავიაკომპანია Ryanair-ის იძულებითი დაშვების შემდეგ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანი: ივანიშვილი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე უახლოეს დღეებში ჩათვლის, რომ ღარიბაშვილი მისთვის პრობლემაა
შემდეგი სტატიაკობახიძე – პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ძალებს, რომლებიც დღეს ცდილობდნენ პარლამენტის საბოტაჟს