თვითონ პრემიერია უუნარო და გადაწყვეტილების მიღების სურვილიც კი არ აქვს

alasania

alasania“ყველაზე დიდი პრობლემა სახეზეა. ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა. ინვესტიციების შემცირებას მე ვუკავშირებ იმას, რომ ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილებების მიღების სწორი სისტემა და, პრაქტიკულად, პრემიერ-მინისტრი არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს ხელისუფლებაში. ის ვერ იღებს ადგილზე გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ეკონომიკური გუნდი იქნება თუ სხვა უწყება, ვერც აკეთებს დელეგირებას გადაწყვეტილების. აქედან გამომდინარე უწყებებში არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა, იმიტომ, რომ როდესაც შენ ვერ წყვეტ საკითხს, თავსმოხვეულ გადაწყვეტილებაზე არ გინდა ხელი მოაწერო. სწორედ ამიტომ იჭიმება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბიზნესსაკითხებთან დაკავშირებული, რაც ბუნებრივია, ინვესტორს არ უქმნის სტაბილურობის განცდას. არის პორაქტიკულად სტაგნაცია, გაჩერებულია პროცესები”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, პრემიერს სურვილიც კი არ აქვს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. “ეს არის სისტემური პრობლემა. ერთი- ორი მინისტრის შეცვლა არაფერს შეცვლის. თვითონ პრემიერია უუნარო და გადაწყვეტილების მიღების სურვილიც კი არ აქვს. ეს არის უბედურება. ეს არის პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია”, – აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია–ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ბოდიშის მოხდა მოუწევთ
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის საგანგებო განცხადება