ტვერში თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლატვერში თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუტში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა – რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ტვერში თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინტერფაქსის ცნობით, გაურკვეველია კიდევ ერთი ადამიანის ბედი. მათივე ცნობით, შენობა სრულად დაიწვა და ჩამოინგრა სახურავი.

ხანძარი საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სამხედროების კვლევით-სამეცნიერო ცენტრალურ ინსტიტუტში 21 აპრილს გაჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ევაკუირებულია დაწესებულების 30 თანამშრომელი. დაშავებულია 25 ადამიანი.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ პარტიას სურს, ტყუილში ამყოფოს საზოგადოება და არ დაეთანხმოს იმას, რასაც საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ – ვაშაძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა