TV პირველს ვერავინ ვერ წამართმევს-ავთანდილ წერეთელი

TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის მამამ, ავთანდილ წერეთელმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ტელევიზიას მას ვერავინ წაართმევს. ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ თიბისის საქმეზე, ფულის გათეთრების ხელშეწყობის მუხლით ბრალი წაუყენა. წერეთელი აღკვეთი ღონისძიების სახით მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას არ გამორიცხავს:

“ერთი ვიცი რა, იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული, ამ მთავრობამ წამართვა. TV პირველს ვერავინ ვერ წამართმევს. ამით დავამთავრე საუბარი… როცა დამიძახებენ სასამართლოში მივალ და არა პროკურატურაში. პროკურატურა მორჩა უკვე”

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა, მათგან ორი დააკავა
შემდეგი სტატიაპროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს